1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

RIAF

სიახლე

04-05-2018 15:22

ნახვა: 2846

გაზიარება:

3 მაისს მომავლის სკოლაში ჩატარდა  ცნობილი სამხრეთ კორეელი მხატვარი-კალიგრაფისტის იან ქუანგ ვუს მასტერკლასი. ბავშვებმა და მასწავლებლებმა თავისი ხელით დაამზადეს საწერი ტუში ტრადიციული კორეული მეთოდით  და მოხატეს სასაჩუქრე მარაოები.  

წელს თბილისში გაიმართა
რიგით მეორე შემოქმედებითი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი (RIAF), სადაც მონაწილეობას იღებდა  400-მდე მოსწავლე სხვადასხვა სკოლიდან. ჩვენი სკოლის მოსწავლეების  ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს. პრიზიორების დაჯილდოვება და ნახატების გამოფენა გაიმართა ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში.
სპეციალური ფულადი პრიზები მოიპოვეს ჩვენი სკოლის შემდეგმა მონაწილეებმა: ლულუ კოდუამ , ლიზი ჩიჯავაძემ, ლუკა ჯიქიამ და სანდრო ცხომელიძემ.
ჩვენი სკოლის დანარჩენ მოსწავლეებს კი მონაწილეობის სერტიფიკატები გადაეცათ .

ვულოცავთ მათ  და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!