1
1
2
Home OUR SCHOOL NEWS BLOG CONTACT

ჩემი განწყობა - ლიზას ბლოგი

BLOG

06-03-2020 13:59

Views: 132

Shares:

ჩემი განწყობა ხელოვნების მიმართ, ძალიან კარგია. ჩემთვის და ბევრისთვის, ვფიქრობ, რომ ხელოვნება მხოლოდ ხატვა არაა, უბრალოდ ხატვა ჩემთვის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დარგია. ხატვა საშუალებაა დაანახო სხვებს, თუ როგორ ხედავ სამყაროს. 

ყველა მხატვარი განსხვავებულია. მართალია, შეიძლება ერთსა და იმავე მიმდინარეობაში მუშაობდნენ, მაგრამ განა ნებისმიერი ადამიანი განსხვავებული არ არის?

 

 

ხატვა ჩემთვის სიმშვიდეა, ყურადღების გადატანა და რა თქმა უნდა სიამოვნება. ამით ბოლომდე გადმოვცემ ჩემს შინაგან განწყობას. რა თქმა უნდა ნიჭია საჭირო და ხატვას ვერ ისწავლი, თუ შინაგანად არ არის შენი საქმე.

 

მე ბავშვობიდანვე, ამის შესაზლებლობა მომეცემოდა თუ არა, ვიწყებდი ხოლმე ხატვას, რადგან მხოლოდ განწყობით ვხატავ. 

 

ხატვაზე არასოდეს მივლია, რადგან მივსულვარ თუ არა პირველ გაკვეთილზე, მეორეზე აღარ მნდომებია წასვლა. მგონია, რომ როცა მეუბნებიან რა დავხატო, ეს არასწორია!

 

ჩემთვის ეს ხატვა არაა. ხატვა, მხოლოდ ფანქრით მოხაზული რაღაც არაა. ეს შენი წარმოსახვაა. ამის გარეშე კი ნახატი არაფერია.ამიტომ არ შეიძლება იმის თქმა, თუ რა უნდა დახატო.