1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

პოლ სეზანი - ნიკოს ბლოგი

ბლოგი

05-03-2020 19:43

ნახვა: 513

გაზიარება:

პოლ სეზანი 1839 წელს საფრანგეთის ქალაქ ექს-ან-პროვანსში დაიბადა. მამამისი ქუდების ფაბრიკანტი იყო. სეზანმა ღრმად შეისწავლა აკადემიური ფერწერა და შემდეგ კიდევ უფრო გაიუმჯობესა ცოდნა პარიზში. 

 

მან ასევე ჰუმანიტარული განათლება მიიღო და ამის გამო ბევრს ფიქრობდა - პოეზია აერჩია თუ ფერწერა. 

 

ესტაკში ფერწერაში მეცადინეობდა. როდესაც დაამთავრა, 1870-1871 წლებში, ის პარიზში დაბრუნდა. 1872 წლამდე სეზანი მხოლოდ შინაგან სამყაროს ხატავდა და არ აქცევდა ყურადღებას მის გარშემო მოვლენებს. 

 

„ხიდი, მარნაზე კრეტიეში“ დახატულია 1882-1885 წლებში. ნახატში გამოხატულია ღრმა სივრცე. გამჭვირვალე წყალში ჩანს გარშემორტყმული ბუნების და ხიდის ანარეკლი. ყვითელი და მწვანე ფერები კონტრასტების ჰარმონიას ქმნიან ლურჯის სხვადასხვა ტონალობებთან. 

„ესტაკის სახლები“ ასევე 1882-1885 წლებში იყო შექმნილი. სურათზე თეთრი კლდეები მწვანე ბალახითაა გადაფარებული. მის მარჯვენა ფლანგზე ორი პატარა ყვითელი სახლი ჩანს. ეს სახლები აბსტრაქტულადაა გაფორმებულები და დროდადრო ყვითელი ბალახისფერების გადასვლას გვიჩვენებს. მწვანე და ღია ყვითელი ფერები ერთმანეთს უხდება და სურათს სასიამოვნო შესახედს ქმნის.

 

ერთ დღეს სეზანი მინდორში მუშაობისას ქარიშხალში მოჰყვა. ორი საათის მუშაობის შემდეგ მან გადაწყვიტა სახლში დაბრუნებულიყო. გზაში კი გული წაუვიდა. გამვლელმა მძღოლმა სეზანი სახლში წაიყვანა. საბედნიეროდ იგი მალე გამოკეთდა. მას მეორე დღესაც გული წაუვიდა და ლოგინში დააწვინეს, მაგრამ იგი ვეღარასოდეს ადგა. პოლ სეზანი გარდაიცვალა 1906 წლის 22 ოქტომბერს 67 წლის ასაკში.