1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

ალფრედ სისლეი - ნიკოს ბლოგი

ბლოგი

05-03-2020 21:28

ნახვა: 2476

გაზიარება:

ალფრედ სისლეი 1839 წელს პარიზში დაიბადა. მისი მშობლები ინგლისელები იყვნენ. ალფრედი პარიზში განათლების მიღების შემდეგ ლონდონში ერთ-ერთ სავაჭრო დაწესებულებაში გაემგზავრა სამუშაოდ. 

 

1862 წელს მან მიატოვა ეს საქმე და პარიზში დაბრუნდა, რადგან ლიტერატურა და ფერწერა ამჯობინა. 1863-1866 წლებში იგი მონესთან, რენუართან და ბაზილთან ერთად მუშაობდა. 

 

1866 წელს მისი სურათები სალონში მიიღეს. 1871 წელს საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს, სისლეი ლონდონში გაემგზავრა როგორც ინგლისის მოქალაქე. ამ პერიოდში მან პოლ დიურან-რეულთან (ფრანგი ხეოვნების დილერი) გააფორმა კონტრაქტი, რის შედეგადაც მისი სამი სურათი გამოიფინა.

 

1870 წელს მან დახატა „სენ-მარტენის არხი პარიზში.“ ეს ნახატი, რომელიც წინარე იმპრესიონისტულ სტილშია შესრულებული, საოცარი ფერებით გამოირჩევა. ხატვის მანერა ჰგავს მონესას, მაგრამ ფერწერა განსხვავებულია: უფრო თავისუფალია, მშვიდი და ნაკლებად ენერგიული. ფერების ჰარმონია უფრო ბუნებრივია და ერთიმეორეში გარდამავალი. 

 

 

1872 წელს არის დახატული სურათი „პატარა მოედანი, არჟანტიე.“ პატარა სოფლის ხედი სისლეისთვის სინათლის და ჩრდილების კონტრასტების შექმნის საბაბი არ არის. მისთვის მხოლოდ ფერების თანაფარდობაა მნიშვნელოვანი. ეს ფერები მრავალნაირია და ინტენსიური.

 

 

1890 წელს სისლეის ჯანმრთელობა გაუარესდა. მან მონეს, რენუარისა და პისაროს მსგავს წარმატებას ვერ მიაღწია. ალფრედი ყურადღების მისაზიდად გამოფენდა ხოლმე საკუთარ ნახატებს, მაგრამ საბოლოოდ წარუმატებელი დარჩა. იგი გარდაიცვალა ყელის კიბოთი 1889 წლის 19 იანვარს 59 წლის ასაკში.